რიყის პარკში "ნაციონალური მოძრაობა" მიხეილ სააკაშვილის დაკავებიდან 5 წლისთავთან დაკავშირებით აქციას მართავს.

ადგილზე შეკრებილი არიან პარტიის ლიდერები, წევრები და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები.

"ნაციონალური მოძრაობის" კოლეგიალური მმართველობის ორგანოს ხელმძღვანელის ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, ეს აქცია ღიაა ყველასთვის, ვისთვისაც მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა მიუღებელია.

"პირველ რიგში, ჩვენ ვითხოვთ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას. ვლადიმერ პუტინის მითითებაა, რომ მიხეილ სააკაშვილი არ იყოს გარეთ იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილი, გარდა იმისა, რომ ამ მოძრაობის ლიდერია, ის ასევე ზელენსკისთან, სანდუსთან ერთად იყო რუსული იმპერიის წინააღმდეგ დიდი ტალღის ლიდერი.

რაც შეეხება აქციას, ყველა იმ ადამიანისთვის, ვისთვისაც ჩვენი თეზისები მისაღებია, კარი ღიაა და დღეს ასეთი ადამიანების შეკრებაა. ჩვენ ამ ქვეყანაში აღმშენებლობის 9 წლის გაგრძელებას ვიხილავთ", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.