ასე იშორებს ივანიშვილი სანქცირებულ ადამიანებს, რადგან მის ფულს ემუქრება საფრთხე და როგორც კი მის ფულს საფრთხე ემუქრება ასე თხასავით შეუძლია გაყიდოს კონკრეტული თანამდებობის პირები მგლის ბილეთით, "ხარებამ" ახლა შეუძლია თავი დაიმშვიდოს ყაველაშვილის ჯილდოთი,  - ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

"როგორ თხასავით გაყიდა ივანიშვილმა მისი ერთგული ადამიანები, იგივე ხარაზიშვილი, რომელიც მაგნიტსკის სიაშია და ფაქტობრივად მგლის ბილეთით გაუშვა თანამდებობიდან. თავი დაიმშვიდოს ახლა "ხარებამ", რომ აქვს ჯილდო ყაველაშვილის, თორემ ამ ადამიანს არანაირი პერსპექტივა არ დარჩა ამ ქვეყანაში და არც სხვაგან, მაგნიტსკის სიაშია, მწამებლების და ტერორისტების სიაშია ისიც, გომელაურიც, ასე იშორებს ივანიშვილი სანქცირებულ ადამიანებს და რატომ? რადგან მის ფულს ემუქრება საფრთხე და როგორც კი მის ფულს საფრთხე ემუქრება, წნეხს გრძნობს, ანუ სანქციები მუშაობს, ასე თხასავით გაყიდა კონკრეტული თანამდებობის პირები ივანიშვილმა და ახალი ტანსაცმელივით მოისხა კონკრეტული თანამდებობის პირები, ამ ადამიანებსაც ემუქრება საფრთხე, ივანიშვილი ასე უყურებს, როგორც ერთჯერადი გამოყენების ტანსაცმელები, ტანისამოსია მისთვის როგორც გომელაური გამოიყენა და გადააგდო, ლილუაშვილი, ახლა ხარება და მგლის ბილეთით გაუშვა ეს ხალხი თანამდებობებიდან.

ამიტომ უნდა გვესმოდეს, რომ საქართველო ივანიშვილის გარეშე, ივანიშვილი უნდა დაემხოს და ამის შემდეგ ჩატარდება საქართველოში არჩევნები, ივანიშვილის პირობებში არჩევნებს აზრი არ აქვს. წრე ვიწროვდება სამშობლოს მოღალატეების და თუ ყველანი ვიქნებით ერთ პოზიციაზე, ვიქნებით პრინციპულები, უტეხები და არ გავტყდებით, ცხადია, ეს პროცესი გაგრძელდება და ჩვენი პარტნიორები კიდევ უფრო გააძლიერებენ წნეხს”, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.