რა თქმა უნდა, ანაკლიაში ჩინეთის შემოსვლა ნიშნავს რუსეთის შემოყვანას შავ ზღვაში. ტერიტორიაზე, სადაც, 30 კმ-ის მოშორებით ოჩამჩირეში ასევე სამხედრო ბაზა შენდება, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

"ძალიან საინტერესო იყო ამერიკის ელჩის განცხადება ანაკლიასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ანაკლიაში ჩინეთის შემოსვლა ნიშნავს რუსეთის შემოყვანას შავ ზღვაში. ტერიტორიაზე, სადაც, 30 კმ-ის მოშორებით ოჩამჩირეში ასევე სამხედრო ბაზა შენდება. მაგრამ ელჩის განცხადებაში ნიშანდობლივი იყო ერთი რამ, რომ ანაკლიას ჩინეთის სახელმწიფო კომპანია აშენებს. კომუნისტური პარტიის ბიზნესსუბიექტი, რომელიც თავდაცვისა და სხვა სახის ობიექტებს აშენებს ჩინეთში, ასე ამბობს ელჩი. ჩინეთის თავისუფალი ეკონომიკური ზონები საოცრებას ახდენს, ყვავის და ჩინეთში არსებობს საკმაოდ მძლავრი კერძო კორპორატიული ბიზნესი. აქ საუბარია ორმაგ მიღებულ მხარეზე. შანხაის რომელიღაც კომპანიას რომ აეშენებინა, სადაც თუნდაც ჩინური აქციები ღია ბაზარზე იყიდება, ეს ერთია და როდესაც მთავრობა აშენებს, კომუნისტური პარტიის მმართველობის დროს ყველაზე მნიშვნელოვან და სტრატეგიულ ობიექტს, ბუნებრივია, რომ ის რისკებს შეიცავს. ელჩის შეფასება აბსოლუტურად ობიექტური და სწორი იყო", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

საქართველოში აშშ-ის ელჩმა რობინ დანიგანმა განაცხადა, რომ  CCCC კომპანიის უმეტესი ნაწილის მფლობელი, რომელთანაც საქართველოს მთავრობამ ანაკლიის პორტის პროექტში კონტრაქტი დადო, ჩინეთის კომუნისტური პარტიაა, რომელიც რუსეთის არმიის ნომერ პირველი ფინანსისტია დღეს.