ფასების ზრდაში დამნაშავე არის ხელისუფლება. ის დამნაშავეა სამ რამეში - ეროვნული ბანკის არასწორ პოლიტიკაში, არასწორ ფულად-საკრედიტო პოლიტიკასა და მთავრობის არასწორ საბიუჯეტო პოლიტიკაში, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სამ მილიარდს გადააჭარბა კომერციული ბანკების საერთო მოგებამ.

"ფასების ზრდაში დამნაშავე არის ხელისუფლება. ის დამნაშავეა სამ რამეში - პირველ რიგში, ეროვნული ბანკის არასწორი  პოლიტიკა, მეორე - არასწორი ფულად-საკრედიტო პოლიტიკა და მესამე - მთავრობის არასწორი საბიუჯეტო პოლიტიკა. ეს არის ფუნდამენტური მაკროეკონომიკური მიზეზები, რომელიც ზრდის ქვეყანაში ფასებს.

სამ მილიარდს გადააჭარბა კომერციული ბანკების საერთო მოგებამ, წარმოუდგენელი რამ მოხდა, არნახული მოგებაა. ე.წ. იაფი ფულის პოლიტიკაა.

არჩევნების წინ წინა წელიწადს 800 მილიონი გაანიავა ეროვნულმა ბანკმა სამთვიანი ლარის სტაბილიზაციისათვის და ახლა იძულებული ხდება, რომ განადგურებული რეზერვები აღადგინოს და დაიწყო მისი დაგროვება", - განაცხადა რომან გოცირიძემ.