საიამ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისს კომუნიკაცია წარუდგინა, რომელიც 2025 წლის 1 იანვრიდან საქართველოში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მდგომარეობას მიმოიხილავს, - ამის შესახებ საიას განცხადებაშია აღნიშნული.

ორგანიზაციის განცხადებით, მიმოიხილავენ გამოხატვის, შეკრების, გაერთიანების თავისუფლებასა და წამების აკრძალვასთან დაკავშირებულ მდგომარეობას.

"საიამ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისს კომუნიკაცია წარუდგინა, რომელიც 2025 წლის 1 იანვრიდან საქართველოში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მდგომარეობას მიმოიხილავს. მათ შორის:

გამოხატვის, შეკრების, გაერთიანების თავისუფლებასა და წამების აკრძალვასთან დაკავშირებულ მძიმე მდგომარეობას;

სამოქალაქო საზოგადოების შევიწროებისკენ მიმართულ ქმედებებსა და საკანონმდებლო ინიციატივებს, რომლებიც სამოქალაქო აქტიურობის კრიმინალიზებას ისახავს მიზნად.

სამწუხაროდ, 2025 წლის განმავლობაშიც, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის წინა რეკომენდაციების შესრულების ნაცვლად, სიტუაცია სწრაფად უარესდებოდა სახელმწიფოს ძალადობრივი ქმედებებით, ახალი რეპრესიული საკანონმდებლო ინიციატივებით და პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულებით", - აღნიშნულია განცხადებაში.