საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა. 

როგორც ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, სატელეფონო საუბრისას მან ზელენსკის ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

"ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკის და მადლობა გადავუხადე ქართველი ხალხის სოლიდარობისა და ურყევი მხარდაჭერისთვის. ჩვენი ერთობლივი მომავალი ევროპაშია!", - წერს სალომე ზურაბიშვილი.