უკრაინელებმა დღეს საღამოს, ღამით და ხვალინდელი დღის განმავლობაში სარაკეტო საფრთხის სიგნალებზე რეაგირება უნდა მოახდინონ, ვინაიდან რუსეთი ახალი დარტყმისთვის მზად არის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

"გთხოვთ, დღეს საღამოს, ღამით და მომდევნო დღე-ღამის განმავლობაში სარაკეტო საფრთხის სიგნალებზე რეაგირება მოახდინეთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

პრეზიდენტის თქმით, არსებობს ინფორმაცია, რომ რუსი ოკუპანტები დარტყმისთვის მოემზადნენ.

"გაუფრთხილდით თავს. მათ კი, იქ, რუსეთში, უნდა იცოდნენ, რომ მათ ყოველ ბოროტებას ჩვენი სამართლიანი პასუხი მოჰყვება“, - განაცხადა ზელენსკიმ.

დღეს, 16 ნოემბერს, რუსეთმა ჩერნიგოვში ორ საწარმოზე მიიტანა იერიში. მტრის თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა.