უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის ოლეგ ნიკოლენკოს განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება უკრაინის დემონიზებას კიდევ ერთხელ ცდილობს.

მისივე თქმით, უკრაინა არ ჩარეულა საქართველოს საშინაო საქმეებში და არც გეგმავს.

"ყურადღება მივაქციეთ საქართველოს ძალოვანი ბლოკის წარმომადგენლების განცხადებებს უკრაინული მხარის სავარაუდო ჩართულობის შესახებ საქართველოში აჯანყების მომზადებაში. ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება კიდევ ერთხელ ცდილობს უკრაინის დემონიზებას, რათა მოაგვაროს შიდაპოლიტიკური საკითხები, უკრაინის სახელმწიფო არ ერეოდა, არ ერევა და არ გეგმავს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას“, - აცხადებს ნიკოლენკო.