სარეზერვო ფონდი ეს არის ქვეყნის ფინანსური რესურსების უმოწყალოდ ფლანგვა.  "ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში ამ ფონდიდან დაიხარჯა 1,1 მილიარდი ლარი, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა რომან გოცირიძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, სარეზერვო ფონდი არის "ქართული ოცნების" საარჩევნო ყულაბის დანამატი.

"სარეზერვო ფონდი ეს არის ქვეყნის ფინანსური რესურსების უმოწყალოდ ფლანგვა. "ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში ამ ფონდიდან დაიხარჯა 1,1 მილიარდი ლარი - წარმოუდგენელი რიცხვია. სარეზერვო ფონდებიდან ფული უნდა იხარჯებოდეს საგანგებო მოვლენების დროს, აქ კი პირდაპირ იხარჯება პოლიტიკური მიზნებისათვის. ამ ფონდიდან უზარმაზარ ფულს აძლევენ საკუთარ მომხრეებს - ხელოვნების სფერო იქნება, სპორტული თუ სხვა მიმართულებით. ფაქტობრივად, სარეზერვო ფონდი არის "ქართული ოცნების" საარჩევნო ყულაბის დანამატი", - განაცხადა რომან გოცირიძემ.