კორუფციის გაუგონარი მასშტაბი, გაუგონარი კლანურობა, გარჩევა და მინისტრები თავით ჩარგული კორუფციაში - ასეთი რამ საქართველოს თანამედროვე ისტორიას არ ახსოვს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა არმაზ ახვლედიანმა განაცხადა.

"ავტორიტარული მმართველობის ამ გაუგონარ პირობებში, რა თქმა უნდა, ყოველთვის საზოგადოება, მათ შორის ის ნაწილი, რომელიც ავტორიტარიზმს შეგნებით თუ შეუგნებლად, მხარს უჭერს, რჩება არა უბრალოდ იმედგაცრუებული, არამედ მწარედ მოტყუებული და დაზარალებული. ჩვენ ამას უკვე მერამდენედ ვაკვირდებით. კორუფციის გაუგონარი მასშტაბი, გაუგონარი კლანურობა, გარჩევა და მინისტრები თავით ჩარგული კორუფციაში - ასეთი რამ საქართველოს თანამედროვე ისტორიას არ ახსოვს და ამ ფონზე, დაპირებებს ვინღა სთავაზობს ამ ხალხს, ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ ყველა უბედურებასთან ერთად, საზოგადოების დიდი ნაწილი, სამწუხაროდ, შედის ამათი ვირეშმაკობის გამო ურთულეს ფაზაში სიდუხჭირის თვალსაზრისით, მაშინ, როცა ესენი ცხოვრობენ განცხრომაში და ასობით მილიონი აქვთ მიტაცებული", - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის სხდომის გადაწყვეტილებით, ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი 5 თეთრით გაიზარდა, კომერციული ტარიფი კი 5-6 თეთრით.