ზვიად ქორიძეზე თავდასხმა ადასტურებს მტრულ დამოკიდებულებას დემოკრატიული ნორმებისა და ღირებულებების მიმართ, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, სენატორი ჯინ შაჰინი წერს.

"ვგმობ "ქართული ოცნების" მთავრობის მიერ დემონსტრანტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და მათი პოლიტიკური ოპოზიციის მიმართ მიმდინარე ძალადობას.

ბოლო თავდასხმა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" თანამშრომელ ზვიად ქორიძეზე ადასტურებს მტრულ დამოკიდებულებას დემოკრატიული ნორმებისა და ღირებულებების მიმართ", - განაცხადა შაჰინმა.