რამდენიმე წლით ადრე აქვს ივანიშვილს ლონდონიდან თავისი აქტივების ევაკუაცია, როდესაც არ არსებობდა არანაირი ნიშანწყალი იმისა, რომ ორმხრივი ურთიერთობები აქამდე მივიდოდა, - ამის შესახებ "რონდელის ფონდის" უფროსმა მკვლევარმა გიორგი ბადრიძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, სავარაუდოდ, ეს პერიოდი უკავშირდება რუსეთის უკრაინაში შეჭრას.

"ბრიტანეთის და აშშ-ის საგარეო პოლიტიკა თითქმის არის ერთმანეთთან კოორდინაციაში მომუშავე და ძალიან ხშირად ეს არის საერთო პოლიტიკა. შემიძლია ზუსტად გითხრათ, რომ საბოლოო ჯამში, ეს ორი ქვეყანა ძალიან აქტიურად იქნება კოორდინაციაში, მათ შორის სანქციების კუთხით. 

საქმე არის აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, ბრიტანულმა საგარეო უწყებამ უნდა აწარმოოს კონსულტაციები და ამის საფუძველზე გაუწევს ის რეკომენდაციას კონკრეტული სანქციების კონკრეტული ადამიანების მიმართ შემოღებაზე და ამ კონსულტაციებში მე შემიძლია მტკიცედ ვივარაუდო, რომ იქნება კონტაქტები აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან. აღმასრულებელი ხელისუფლება ტრამპის ადმინისტრაციასთან კოორდინაციაში მიიღებს. 

ერთი ცუდი ამბავი მაქვს  ივანიშვილის გარემოცვისთვის, რომ ივანიშვილმა იზოლაციებისთვის მზადება დიდი ხნით ადრე დაიწყო, სანამ სანქციებს სინამდვილეში განიხილავდნენ. რამდენიმე წლით ადრე აქვს ივანიშვილს ლონდონიდან თავისი აქტივების ევაკუაცია, როდესაც არ არსებობდა არანაირი ნიშანწყალი იმისა, რომ ორმხრივი ურთიერთობები აქამდე მივიდოდა. სავარაუდოდ, ეს პერიოდი უკავშირდება რუსეთის უკრაინაში შეჭრას", - განაცხადა გიორგი ბადრიძემ.

13 იანვარს ბრიტანეთის თემთა პალატაში პარლამენტის წევრმა ლიბერალ-დემოკრატმა ჯეიმს მაკკლიარმა ივანიშვილის სანქცირების წინადადება წარადგინა, რომელსაც 13 ხელმომწერი ჰყავს.