უმაღლესი პირები არიან დასანქცირებული, რა თქმა უნდა, ამ ქვეყანაში ჩამოსვლისგან თავს შეიკავებენ მაღალმხარჯველი ტურისტები, - ამის შესახებ ტურისტული კომპანია "ტრეფიკ თრეველსის" დამფუძნებელმა ცოტნე ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ტურიზმს პულსი აღარ ესინჯება.

"მთლიანად ეკონომიკა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ტურიზმს საერთოდ პულსიც აღარ ესინჯება დღეს, ისეთ მდგომარეობაში ვართ და რა თქმა უნდა, უფრო ვითარება კიდევ უფრო გაუარესდება, იმიტომ, რომ როცა უკვე გვყავს ხელისუფლება, რომლისგანაც უმაღლესი პირები არიან დასანქცირებული, რა თქმა უნდა, ამ ქვეყანაში ჩამოსვლისგან თავს შეიკავებენ ის მაღალმხარჯველი ტურისტები, რომლებიც გამოირჩევიან იმით, რომ ეკონომიკაში შეაქვთ წვლილი", - განაცხადა ცოტნე ჯაფარიძემ.

ბიზნესმენები სასტუმრო “შერატონში” შეხვედრას მართავენ. განხილვის თემა მიმდინარე პროცესები და ეკონომიკური მდგომარეობაა.