შეუძლებელია და დაცინვაა საზოგადოების, ვამტკიცოთ, რომ ობსერვატორიის საჭიროებისთვის იკეტება ცა, - ამის შესახებ “სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის” დამფუძნებელმა ირაკლი აბესაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სანამ რეჟიმი არ შეიცვლება, მანამდე იქნება ივანიშვილის სათამაშო ეს ქვეყანა.

"ბიძინა ივანიშვილის ახირებიდან გამომდინარე, აბასთუმნის ცის ჩაკეტვა მორიგ ჯერზე ადასტურებს, რომ ივანიშვილს მიტაცებული აქვს, როგორც ხელისუფლება, ისე ფიზიკური გაგებითაც ეს ქვეყანა და მთლიანი საქართველო თავისად მიაჩნია.

შეუძლებელია და დაცინვაა საზოგადოების, ვამტკიცოთ, რომ ობსერვატორიის საჭიროებისთვის იკეტება ცა იმიტომ, რომ ეს ობსერვატორია იქ არსებობს და არასდროს ამისთვის საჰაერო ტრასის არსებობას ხელი არ შეუშლია სამეცნიერო კვლევებისთვის. სანამ რეჟიმი არ შეიცვლება, უნდა გვახსოვდეს, რომ მანამდე იქნება ივანიშვილის სათამაშო ეს ქვეყანა ", - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

აბასთუმნის ცა დაიკეტა. ტერიტორიაზე გადიოდა რამდენიმე საერთაშორისო ავიატრასა, რომლებიც ევროპასა და აზიას შორის ფრენებისთვის გამოიყენება.