ყველა სამართლიან არჩევნებში "ქართული ოცნება" აუცილებლად დამარცხდება და ოპოზიცია "ქართულ ოცნებას" ამარცხებს კიდეც, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრმა თენგო თევზაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამისათვის ერთიანობაა საჭირო.

"ყველა სამართლიან არჩევნებში "ქართული ოცნება" აუცილებლად დამარცხდება და ოპოზიცია "ქართულ ოცნებას" ამარცხებს კიდეც, მაგრამ ამისთვის აუცილებელია, გავათავისუფლოთ პოლიტიკური პატიმრები და ასევე, მნიშვნელოვანია, რომ "ქართულ ოცნებას" დავახევინოთ უკან და მან მიიღოს შესაბამისი ცვლილებები, რათა უზრუნველყოს სამართლიანი არჩევნების ჩატარება.

მნიშვნელოვანია, ვიყოთ ერთიანები და მკაფიოები "ქართული ოცნების“ იმ პოლიტიკის მიმართ, რომელმაც საზოგადოებაში გამოიწვია მათი არაღიარება. ყველამ კარგად ვიცით, რომ ქართველი ხალხი არ აღიარებს "ქართულ ოცნებას“ ხელისუფლებად. ჩვენი ამოცანა არის ბიძინა ივანიშვილის არალეგიტიმური რეჟიმის დათმობებზე წასვლა", - განაცხადა თენგო თევზაძემ.