შინდისის გმირების თავდადება არის ის წმინდა მარადიული მაგალითი, რომელიც ქართველ ხალხს თავისუფლებისკენ მიუძღვის, -  ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" მმართველი საბჭო წევრმა ლაშა ფარულავამ განაცხადა.

მისივე თქმით,  მათმა გმირობამ მისცა ქვეყანას გაერთიანების საშუალება.

"შინდისის გმირების თავდადება არის ის წმინდა მარადიული მაგალითი, რომელიც ქართველ ხალხს თავისუფლებისკენ მიუძღვის. ჩვენ, რა თქმა უნდა, მოვალეობა გვაქვს, რომ დავბრუნდეთ ჩვენს მიწაზე, წინაპრების საფლავებთან, ჩვენს სიწმინდეებთან - ეს არის მოვალეობა გმირებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და სწორედ ამ ბიჭების გმირობამ მოგვცა შესაძლებლობა, ავისრულოთ ყველაზე დიდი ნატვრა ჩვენს ქვეყანაში და ვიცხოვროთ გაერთიანებულ საქართველოში, ეს დღე კი მალე დადგება", - განაცხადა ლაშა ფარულავამ.

შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდა. მტრის ჯართან უთანასწორო ბრძოლას საქართველოს თავდაცვის ძალების II ქვეითი ბრიგადის 17 ქართველი ჯარისკაცი შეეწირა.