ჩვენ წარმოგიდგენთ ხელშეკრულებას ქუთაისთან, რომელსაც ხელს აწერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც დღეს უკანონო პატიმრობაშია და არის პუტინისა და რუსული ხელისუფლების ტყვე, რომელმაც ძალიან ბევრი გააკეთა ქუთაისისთვის და რომელსაც ყველაზე მეტად აწუხებს ქუთაისის უპერსპექტივობა, - ამის შესახებ "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ ხათუნა არველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, 26 ოქტომბერს აუცილებლად გაიმარჯვებს ქართველი ხალხი, საქართველოს მოქალაქეები აირჩევენ ევროპულ კეთილდღეობას და უარს ეტყვიან სიღარიბეს იზოლაციაში.

"არჩევნებამდე დარჩენილია ძალიან ცოტა დრო. ჩვენ წარმოგიდგენთ ხელშეკრულებას ქუთაისთან, რომელსაც ხელს აწერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც დღეს უკანონო პატიმრობაშია და არის პუტინისა და რუსული ხელისუფლების ტყვე, რომელმაც ძალიან ბევრი გააკეთა ქუთაისისთვის და რომელსაც ყველაზე მეტად აწუხებს ქუთაისის უპერსპექტივობა. აღნიშნული ხელშეკრულება ითვალისწინებს, რომ გაიზრდება შემოსავლები, გაძლიერდება ოჯახები, პენსიონერებს გაუნულდებათ საპენსიო სესხები, გაეზრდებათ პენსია 1000 ლარამდე, დასრულდება ფასების მაფია და განსაკუთრებით ყურადღება მინდა მივაქციო ქუთაისელებისთვის იმ ჩანაწერს, სადაც ქუთაისელებს ვპირდებით, პარლამენტი დაბრუნდება ქუთაისში, ქუთაისს დაუბრუნდება საპარლამენტო და პოლიტიკური ცენტრის სტატუსი. შესაბამისად, გაფართოვდება დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი, რომელსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქუთაისის განვითარებისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ 26 ოქტომბერს აუცილებლად გაიმარჯვებს ქართველი ხალხი, საქართველოს მოქალაქეები აირჩევენ ევროპულ კეთილდღეობას და უარს ეტყვიან სიღარიბეს იზოლაციაში. ქუთაისელები აირჩევენ ცხოვრებას საპარლამენტო ქალაქში და უარს ეტყვიან იმ სიდუხჭირეს და უპერსპექტივობას, რაც დღეს არის ქალაქში", - განაცხადა ხათუნა არველაძემ.