რას მეუბნებით კაცო - ასე პასუხობს სდსს-ს უფროსი, ანზორ ჩუბინიძე ჟურნალისტებს ხარებას ძალადობრივ ქმედებებსა და აქციის მონაწილეების გინებაზე ხმის გამაძლიერებლიდან. 

ჩუბინიძე ხარაზიშვილს ასე ამართლებს: "ეხლა, თუ ის [აქციის მონაწილე] წიხლებს ურტყამს, ესეც ჩაარტყამს".

კითხვაზე, უნდა აგოს თუ არა პასუხი ხარებამ? ჩუბინიძე ამბობს - "მაგისთვის არის სპეციალური ინსტიტუტები და ისინი შეაფასებენ ამ ყველაფერს", სამაგიეროდ, სდსს-ს უფროსი დამნაშავეს უწოდებს მზია ამაღლობელს:  "მზია ამაღლობელმა ჩაიდინა დანაშაული და უნდა აგოს პასუხი" - ამბობს ჩუბინიძე.