თუ ივანიშვილის პარტია ასეთ ქცევას გააგრძელებს, ველი, რომ სანქციები მალე დადგება, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა.

"კიდევ გავიმეორებ, რომ ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ, ვისაც ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი აქვთ და თუ ვინმე შექმნის ბარიერებს საქართველოს მოსახლეობის ამ სტრატეგიული სურვილის განხორციელების გზაზე, ჩვენ ვეცდებით ეს ბარიერები მოვაცილოთ იმ გზაზე, რაც საქართველოს მოსახლეობას სურს.

თუ ისეთი ქცევა გაგრძელდება, როგორსაც ახლა ვხედავთ - ეს არის მმართველი პარტიის ქცევა, რომელიც ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის ხელშია, ველი, რომ სანქციები მალე დადგება", - განაცხადა კუბილიუსმა "ფორმულასთან" ინტერვიუში.