26 ოქტომბერს ქართველი თავისუფლებისმოყვარე ხალხის ნება გაიმარჯვებს, - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, მოლდოვამ შეძლო აერჩია კეთილდღეობა და სუვერენიტეტი.

"მიუხედავად ომის დამნაშავე პუტინის უკანონო ოკუპაციისა და ავაზაკების გაგზავნისა მოლდოვის მომავლის მოსაპარად, გაბედულმა მოლდაველებმა აირჩიეს სუვერენიტეტი და კეთილდღეობა. 26 ოქტომბერს საქართველოს თავისუფლებისმოყვარე ხალხის ნება გაიმარჯვებს", - წერს ჯო უილსონი.