უმრავლესობის წარმომადგენლებმა რაც არ უნდა თქვან, სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე პარლამენტის მიერ საკუთარი უფლებამოსილების ცნობა იქნება უკანონო, - ამის შესახებ კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, პრეზიდენტის სარჩელით 150-ვე დეპუტატის მანდატის კანონიერება სადავო გახდა.

"პრეზიდენტმა სარჩელი შეიტანა საკონსტიტუციო სასამართლოში. ეს ნიშნავს, რომ 150-ვე დეპუტატის მანდატის კანონიერება სადავო გახდა, დავა აღძრულია. სანამ დავა არ დასრულდება მანამდე პარლამენტი საკუთარ უფლებამოსილებას ვერ ცნობს.

უმრავლესობის წარმომადგენლებმა რაც არ უნდა თქვან, ეს ასეა და სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე პარლამენტის მიერ საკუთარი უფლებამოსილების ცნობა იქნება უკანონო", - წერს ვახუშტი მენაბდე.