სინამდვილეში, მასშტაბები არ არსებობს ივანიშვილის ამერიკასთან მისასვლელი. ტრამპის მიმართ მისი მხრიდან ყურადღებას და განცხადებებს უკუკავშირი არ აქვს, - ამის შესახებ დიპლომატმა ვანო მაჭავარიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ის, რომ ბიძინა ივანიშვილი დონალდ ტრამპთან ურთიერთობის დალაგებას ცდილობს, ეს დონალდ ტრამპისთვის არაა მნიშვნელოვანი.

"ივანიშვილს სახარბიელო მდგომარეობა ნამდვილად არ აქვს. მან მიაღწია იმ მიზანს, რაც გაცხადებული - შეჩერებული აქვს ურთიერთობა აშშ-სთან, ევროკავშირთან. ეს მისი მიზანი იყო მოსვლის დღიდან. ქილიკით საუბრობენ მოლდოვაზე, უკრაინაზე, რომ მათ მოლაპარაკებები აქვთ დაწყებული ევროკავშირთან. მთავარი არგუმენტი მათ აქვთ, რომ თუ იქნებოდნენ ამ პროცესში ჩაბმული, იქნებოდა ომი. თითქოს იმის ბალანსირებას ცდილობენ, რომ იმიტომ არიან რუსეთთან, რომ ომი აიცილეს და აიცილონ თავიდან. რეალობა კი ისაა, რომ არაფერი მსგავსი პირობა არ ყოფილა.

ივანიშვილს თავისი პირადი უსაფრთხოებისთვის, ფინანსური კეთილდღეობისთვის მიაჩნია, რომ ამერიკა რაღაც ფორმით მაინც უნდა იყოს ამ მოცემულობაში. მისი მოსვლის დღიდან ასე იყო, რომ რუსეთმა ხელი შეუწყვეს მის მოსვლას. რუსეთის წინა პირობა იყო, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა წასულიყო და უნდა შეცვლილიყო სხვა მმართველით, შესაბამისად, აშშ-ის მაშინდელი ადმინისტრაცია ობამას ხელმძღვანელობით, ამას კი არ შეეწინააღმდეგა, არამედ ხელი შეუწყო გარკვეულწილად.

ის, რომ ივანიშვილი ტრამპთან დალაგებას ცდილობს და მის მოლაპარაკე თავები საუბრობენ, რომ ტრამპთან სივრცე გვაქვს, ეს ტრამპისთვის არაა მნიშვნელოვანი, ტრამპისთვის არის სივრცე, სადაც ივანიშვილის თავები მუშაობენ სათავისოდ. ამის პარალელურად, არსებობს კონკრეტული ჩამონათვალი, რომელიც უნდა შეასრულოს "ქართულმა ოცნებამ" იმისთვის, რომ დაბრუნდეს მოლაპარაკებების და საზოგადოების სივრცეში. ვიზიტებიც სწორედ ამას შეეხება, რომ "ოცნებამ" იცის, რომ მოსახლეობის უმრავლესობა ემხრობა დასავლეთს და ამიტომ ცდილობენ, რომ არ დაკარგონ იქ მისასვლელი გზები. 

სინამდვილეში, მასშტაბები არ არსებობს ივანიშვილის ამერიკასთან მისასვლელი. ტრამპის მიმართ მისი მხრიდან ყურადღებას და განცხადებებს უკუკავშირი არ აქვს, მაგრამ არის მთელი რიგი საკითხები გადანაწილებული და საქართველოს თემა არის სახელმწიფო მდივნის კომპეტენციაში, ეს ტრადიციულად ასე იყო, წლებია ასეა",  - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.