"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრის ვასო ურუშაძის განცხადებით, "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობისთვის" შემოსავლების ზრდა იქნება პირველი ამოცანა.

მისივე განმარტებით, პრიორიტეტი მიენიჭოს ბიზნესისა და ეკონომიკის განვითარებას.

როგორც მან აღნიშნა, წარსულში დაშვებული შეცდომები ბიზნესთან მიმართებით უნდა აღმოიფხვრას.

"შემოსავლების ზრდა -  ეს იქნება პირველი ამოცანა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობისთვის", ვისთვისაც  მნიშვნელოვანია ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობისა და მაფიოზური კლანური კორუფციული მმართველობის დასრულება, ეს უნდა დასრულდეს 26 ოქტომბერს და პრიორიტეტი მიენიჭოს ბიზნესისა და ეკონომიკის განვითარებას. ბიზნესის თავისუფლება, დამოუკიდებლობა, ხელშეუხებლობა უნდა იყოს მთავარი გარანტი "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობისთვის".  

წარსულში დაშვებული შეცდომები ბიზნესთან მიმართებით უნდა აღმოიფხვრას და სახელმწიფოსთვის მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს კერძო ბიზნესსაქმიანობის განვითარება და ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, რისთვისაც აუცილებელია საქართველოს ინტეგრირება გლობალურ ეკონომიკაში, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდა. ამისთვის, ასევე აუცილებელია საბანკო ოლიგარქიის დამარცხება. ჩვენ უნდა მივცეთ შესაძლებლობა მსხვილ საფინანსო ინსტიტუტებს, რომ შემოვიდეს საქართველოში, სატრანსპორტო ლოგისტიკურ სფეროში", - განაცხადა ვასო ურუშაძემ.