ვერაფერი ვეღარ გადაარჩენს "იმედს", ალბათ, ირანულ-რუსულ გზას მიმართავენ, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, არცერთი ბანკი არ გარისკავს სანქცირებას.

"მთავრობის განცხადება იმის თაობაზე, რომ - აჰა, ბიჭებო, ახლა მიდით და სახელმწიფო საწარმოებო და ხალხის ჯიბიდან ამოღებული ფულით დააფინანსეთ "იმედი" და "PosTV",  არ  არის მასე. მიიტანეთ ახლა რეკლამა "იმედში", რომ იქნებ როგორმე გადავარჩინოთო რომ ამბობენ, არ არსებობს,  ვერაფერი ვეღარ გადაარჩენს "იმედს". დღეს, არცერთი კომერციული ბანკი, არც "ქართუ ბანკი" სხვათა შორის, არც "ლიბერთი ბანკი" "იმედის" უცხოურ ანგარიშებს არ მოემსახურება, მიუხედავად იმისა, რომ ეს არის ბრიტანული სანქციები ერთ ცენტსაც ვერ გადარიცხავს, ვერც დოლარს დაა ვერც ევროს.

შემოვლითი, შავი გზებით, რუსული რუბლებით, შეიძლება ახლა ჩინეთში რაღაც მოძებნონ, თუმცა ჩინეთი არასდროს არ გარისკავს სანქცირებულ ბანკთან ურთიერთობას, ალბათ, ირანულ-რუსულ გზას მიმართავენ", - განაცხადა რომან გოცირიძემ.