ვითხოვთ საწვავის, ელექტროენერგიის და სასურსათო პროდუქტების ფასებიდან კორუფციული დანამატის ამოღებას, საწვავის აქციზის განახევრებას და 2012 წლის სამართლიან ნიშნულზე დაბრუნებას, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ლაშა ფარულავამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, წლებია, მხოლოდ „ქართული ოცნების“ ჩინოვნიკების ანაზღაურება იზრდება ქვეყანაში.

"ქართული ოცნება“ ხალხს მაღალი ფასების შემცირებას დაჰპირდა, თუმცა რეალობა საპირისპიროა, ფასები იზრდება, ხალხი კი ღარიბდება. ეს არის სისტემა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა შექმნა. ამ სისტემით მხოლოდ სარგებლობს ოლიგოპოლიები და „ქართული ოცნების“ ის პრივილეგირებული ჯგუფები, რომლებიც ქართველ ხალხს ძარცვავენ. ცხადია, ამაზე ბიძინა ივანიშვილი არის პასუხისმგებელი.

მინდა საზოგადოებას ვუთხრა ის 3 მექანიზმი, რომლითაც ჩვენი თანამოქალაქეების სისტემური ძარცვა ხდება: ეს არის საწვავის მაფია, ენერგეტიკაში ბიძინა ივანიშვილის „კლანის“ კორუფცია და რა თქმა უნდა, საბანკო ოლიგარქია, რომელიც ქართველი ხალხის ჯიბის ხარჯზე მდიდრდება, იზრდება მათი მოგება, მაგრამ არ იზრდება ქართველი ხალხის შემოსავალი, ქართველი ხალხის ეკონომიკური სიმდიდრე. მხოლოდ „ქართული ოცნების“ ჩინოვნიკების ანაზღაურება იზრდება ქვეყანაში. 400 ათასი ბავშვი შიმშილობს, 400 ათასი ბავშვი არის სოციალურ შემწეობას დამოკიდებული. ჩვენ მოვითხოვთ ამ კორუფციული წილის, 86%-იანი კორუფციული დანამატის ამოღებას და დაშლას. ჩვენი მოთხოვნა შემდეგია - ვითხოვთ საწვავის, ელექტროენერგიის და სასურსათო პროდუქტების ფასებიდან კორუფციული დანამატის ამოღებას, საწვავის აქციზის განახევრებას და 2012 წლის სამართლიან ნიშნულზე დაბრუნებას. 33%-ით გაზრდილ დენის ტარიფის შემცირებას და მორატორიუმის გამოცხადებას“,- განაცხადა ლაშა ფარულავამ.