რუსეთი კიევის დღეს ღამით განხორციელებული მასიური კომბინირებული დაბომბვისთვის პასუხს მიიღებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დედაქალაქის დარნიცის რაიონში მტრის დარტყმის ადგილზე განაცხადა.

"რუსეთი კიევზე დღევანდელი თავდასხმისთვის პასუხს მიიღებს - ეს დანამდვილებით შეიძლება ითქვას", - აღნიშნა ზელენსკიმ.

გარდა ამისა, ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა სამართლიანი მშვიდობისა და ომის სამართლიანი დასრულების მომხრეა.

"და ვიდრე ეს არ არის, იქნება სამართლიანი პასუხები", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

2 ივლისის ღამეს, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინაზე კიდევ ერთი ფართომასშტაბიანი კომბინირებული შეტევა განახორციელეს. მთავარი სამიზნე კიევი იყო.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა. დაშავდა ასი ადამიანი, მათ შორის სამი ჩვილი და ერთი მოზარდი. სამაშველო ოპერაცია გრძელდება.