ეს კიდევ ერთი შეხსენება არის ყოველი ქართველისათვის, სად ვიმყოფებით და რა დღეში ვართ, - ამის შესახებ პარტია "ჯერ საქართველოს" დამფუძნებელმა ვიქტორ ყიფიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, შესაძლოა, ქვეყანას იმდენად დიდი ზიანი მიადგეს, რომ ქვეყნის სწორ გზაზე გადაწყობა გართულდეს.

"ყველა ასეთი გადაწყვეტილება, პირველ რიგში, ურტყამს ქვეყნის რეპუტაციას და ქვეყნის იმიჯს. დრო ახლა მუშაობს ჩვენ საწინააღმდეგოდ, იმიტომ, რომ დადგება ჯერი ქვეყნის გადაწყობის, ის ზიანი, რომელიც შესაძლოა, იმ მომენტში ჩვენ გვქონდეს, საზიაროდ ყველას, იქნება იმდენად დიდი, რომ მისი დაძლევა ასე ერთი ხელის მოსმით არ იქნება შესაძლებელი, აი, სწორედ ყულევის დასანქცირება, აღარაფერს ვამბობ ყბადაღებულ თემებზე ქოლცენტრების, არის კიდევ ერთი სიგნალი, რომ აცდენილი ვართ ნორმალურ განვითარებას, ცივილურ სამყაროს. ეს კიდევ ერთი შეხსენება არის ყოველი ქართველისათვის, სად ვიმყოფებით და რა დღეში ვართ", - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა. 

2026 წლის 23 ივლისს ევროკავშირმა ყულევის ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტში შეიყვანა.