ყველა ის კანონმდებლობა, რომელიც ე.წ. არალეგიტიმურ პარლამენტშია მიღებული, არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და მხოლოდ ერთი მიზანი აქვს  -  გაანადგუროს ყველა თავისუფლების კუნძული, რომელიც არსებობს საქართველოში, - ამის შესახებ "ერთიანობა –  ნაციონალური მოძრაობის" ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ბოლოდროინდელი კანონები მედიების ჩახშობას და ოპოზიციის გაუქმებას ითვალისწინებს.

"პრაქტიკულად, რეჟიმის განგრძობითი საქმიანობა და ზოგადად, ის რეპრესიები, რაც არის ასახული ყველა იმ კანონში, პირველი, რომელიც ითვალისწინებს მედიის ჩახშობას, მეორე, რომელიც ითვალისწინებს სამოქალაქო საზოგადოების განადგურებას და ბოლოს, წარმოუდგენლად მძიმე, ალბათ მძიმე რეჟიმებისთვისაც კი არადამახასიათებელი, პარტიების განადგურება და პარტიების აკრძალვა, ეს ყველაფერი ემსახურება ზუსტად ერთ კონკრეტულ გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილის, რომ მან გაანადგუროს ყველანაირი ოპოზიციური და ყველანაირი თავისუფალი აზრი. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ყველა ის კანონმდებლობა, რომელიც ე.წ. არალეგიტიმურ პარლამენტშია მიღებული, არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და მხოლოდ ერთი მიზანი აქვს  - გაანადგუროს ყველა თავისუფლების კუნძული, რომელიც არსებობს საქართველოში", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.