ჩვენი პარტნიორები შეხვედრების დროს სწორედ იმაზე ამახვილებენ ყურადღებას, რომ  საქართველოს მხარდაჭერაში გადამწყვეტი იქნება მასობრიობა საპროტესტო აქციების, - ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საპროტესტო აქციები მძლავრი და ხანგრძლივი უნდა იყოს.

"მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას ჩვენი ერთიანობის რწმენა ჰქონდეს. ქუჩაში მათი მასობრივი გამოსვლები იქნება მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შემაჯამებელი ოქმის  შედგენის დღე იქნება. ასევე, პარლამენტის პირველი შეკრების დღეს, დარწმუნებული ვარ, ასი ათასობით ადამიანი გამოვა და პროტესტს გამოუცხადებს პარლამენტის პირველ შეკრებას. ეს აქციები გათვლილი უნდა იყოს მასობრიობაზე და რა თქმა უნდა, ეს შეიძლება, ხანგრძლივიც იყოს. ბუნებრივია, მასობრივი აქციების დროს ხელისუფლებაზე ზეწოლა და წნეხი უფრო გაძლიერდება, მათ შორის, ჩვენი დასავლელი პარტნიორებისაგან. 

ჩვენი პარტნიორები შეხვედრების დროს სწორედ იმაზე ამახვილებენ ყურადღებას, რომ  საქართველოს მხარდაჭერაში გადამწყვეტი იქნება მასობრიობა საპროტესტო აქციების.

საუბარია პროტესტის სხვადასხვა ფორმებზე, მაგრამ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად გვეყოფა ნებისყოფა, რომ არ დავნებდეთ და გავაგრძელოთ ეს პროტესტი.

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ივანიშვილმა ყველა გზა გაწყვიტა, ყველა ბარიერი გადალახა იმისთვის, რომ ევროკავშირთან ნორმალური ურთიერთობები გაწყვიტოს და პარტნიორებად აირჩია რუსეთი, ჰამასი და ირანი, მაგრამ, მაინც ვფიქრობ, რომ ევროპული სანქციები თავის შედეგს გამოიღებს", - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.