ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. პროტესტის ნიშნად ისინი ღამეს უნივერსიტეტის შენობაში ათევენ. 

როგორც სტუდენტები აცხადებენ, წასვლას არ აპირებენ და ყველა მხარდამჭერს უნივერსიტეტში ელოდებიან.

ბათუმის უნივერსიტეტის პროტესტს შეუერთდა ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, "ჯიპა", ასევე ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასობრივი კომუნიკაციის მე-3 კურსის სტუდენტები.

როგორც სტუდენტები აცხადებენ, ბრძოლა გრძელდება და არჩევნების შედეგების შეგუებას არ აპირებენ.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებმა დღეს მოძრაობა "გუშაგები" დააფუძნეს.

"გუშაგის" წევრები ყველა სტუდენტს მოუწოდებენ, აქტიურად ჩაერთონ საპროტესტო ტალღაში.