ივანიშვილს ჩაფიქრებული აქვს საქართველოს სრული იზოლაცია, მოწყვეტა დასავლეთისგან, ცივილიზებული და თავისუფალი სამყაროსგან და დაბრუნება რუსეთის ე.წ. გავლენის სფეროს ქვეშ, - ამის შესახებ "გირჩი - მეტი თავისუფლებას" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში არსებული პრობლემები ან გაღრმავდება, ან მისი მოგვარება დროში გაიწელება და გადაიდება.

"ეს არის პოლიტიკური სიგნალები არა მარტო ჩვენთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. ივანიშვილს ჩაფიქრებული აქვს საქართველოს სრული იზოლაცია, მოწყვეტა დასავლეთისგან, ცივილიზებული და თავისუფალი სამყაროსგან და დაბრუნება რუსეთის ე.წ. გავლენის სფეროს ქვეშ. ამ სიგნალს უსმენს და უყურებს ყველა.

პრობლემები, რომელიც ამ ქვეყანას აქვს, ან კიდევ უფრო გაღრმავდება, ან მინიმუმ ამ პრობლემის მოგვარება დროში გაიწელება და გადაიდება", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.