დედოფლისწყაროში, თავისუფლების ქუჩაზე, 66 წლის ქალის ცხედარი იპოვეს. 

ცხედარი მეზობლის საცხოვრებელი სახლის აივანზე ნახეს.

არსებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ მეზობლებს  შორის დაპირისპირება მოხდა.

სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე  მუხლით აღიძრა, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.