ნოვოროსიისკში, 2 მარტს, უკრაინის თავდაცვის ძალების მიერ რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ განხორციელებული დარტყმების შედეგად, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ორ საბრძოლო გემს ზიანი მიადგა, - ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.

როგორც უკრაინის გენშტაბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, კრასნოდარის მხარეში ნოვოროსიისკის საზღვაო ბაზასთან დარტყმების შედეგების შესახებ მიღებული ინფორმაციის დამატებითმა ანალიზმა დაადასტურა ორი რუსული გემის - ფრეგატების "ადმირალი ესენის" და "ადმირალი მაკაროვის" დაზიანება.

"ამჟამად რუსული ფრეგატების დაზიანების მასშტაბები დგინდება. ასევე მიმდინარეობს რუსეთის ფლოტის სხვა სამხედრო გემებისა და დამხმარე გემების შესაძლო დაზიანების ანალიზი.

მტრის სამხედრო ინფრასტრუქტურისა და სამხედრო-სამრეწველო ობიექტების წინააღმდეგ სისტემატური დარტყმები გაგრძელდება მანამ, სანამ რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ შეიარაღებული აგრესია სრულად არ შეწყდება, გაგრძელება იქნება“, - აცხადებენ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში.

2 მარტის ღამეს, უკრაინულმა დრონებმა რუსეთის შავი ზღვის ფლოტზე მასშტაბური დარტყმა განახორციელეს. დარტყმების შემდეგ, სადაზვერვო წყაროებმა დაადასტურეს, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისა (SBU) და თავდაცვის ძალების ერთობლივი ოპერაციის შედეგად განადგურდა ნაღმმტყორცნი „ვალენტინ პიკული“.

ფრეგატმა „ადმირალ ესენმა“ თავდასხმის დროს კრიტიკული დაზიანება მიიღო და მას აღარ შეუძლია „კალიბრის“ რაკეტების გაშვება. საეჭვოა ფრეგატ „ადმირალ მაკაროვის“ დაზიანებაც. გარდა ამისა, თავდასხმას შეეძლო სერიოზულად დაეზიანებინა წყალქვეშა ნავების საწინააღმდეგო გემები "იეისკი" და "კასიმოვი“.

გემების გარდა, დარტყმა მიაყენეს ნოვოროსიისკის პორტში არსებულ საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და რუსეთის ნავთობის ინფრასტრუქტურას.