ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსის ხარაჩოს ჩამოშლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, დაღუპულია 30 წლამდე მამაკაცი.

არსებული ინფორმაციით, ადგილზე ბეტონის საფარის დასხმა მიმდინარეობდა, კონსტრუქციამ ვერ გაუძლო და ჩამოიშალა და მუშები მოიყოლა.

სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.