"კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთ ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა.

პოლიტიკოსი ახლა კლინიკა "მედი ქლაბშია" გადაყვანილი. 

მედიკოსის განცხადებით, მას სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ აღენიშნება.

"პაციენტი შემოვიდა დღის 12:00 საათზე თვითდინებით. შემოსვლისას იყო მრავლობითი დაზიანებები, ჩატარდა გადაუდებელი შესაბამისი კვლევები, საბედნიეროდ, სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ გვაქვს. კვლევების ნაწილი ტარდება, ველოდებით დასკვნებს, დიდი ალბათობით, გარკვეული შეფასების შემდეგ გაეწერება", - განაცხადა მკურნალმა ექიმმა.

პოლიტიკოსის ძმის, გია ჯაფარიძის განცხადებით, ზურა ჯაფარიძეს მოტეხილობები არ აღენიშნება.

"მოტეხილობები არ აღენიშნება... შესვლა არ შეიძლება, ცოტა ხნით მაჩვენეს და ჩაუტარდება კვლევები და გვეტყვიან... წევს. მანქანა დაეჯახა, თვითონ არ ახსოვს, იმ მომენტს ვერ იხსენებს. სკუტერით გადაადგილდებოდა ზურა. ნახავენ, ალბათ, კამერებს", - განაცხადა გია ჯაფარიძემ.