ქუთაისში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრი გარდაიცვალა.
შემთხვევა #19 საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოხდა.
60 წელს გადაცილებული ქალის გარდაცვალების მიზეზი უცნობია.
ქუთაისში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრი გარდაიცვალა.
შემთხვევა #19 საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოხდა.
60 წელს გადაცილებული ქალის გარდაცვალების მიზეზი უცნობია.
1774249709
მისივე თქმით, ეს ხალხის ფულია და მთავრობა ვალდებულია ანგარიში ჩააბაროს მას."საწვავი ძვირდება. მთავრობამ გასცეს პასუხი საზოგადოებას, თუ როდის დაიწყებს ყულევის ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა პროდუქციის წარმოებას. მრავალი გადავადების შემდეგ მისი მშენებლობა ჯერ კიდევ შარშან უნდა უნდა დასრულებულიყო. სახელმწიფომ 8,2 მილიონი დოლარი ჩადო ამ საწარმოს კაპიტალში და ფაქტობრივად, თანამესაკუთრეა. ეს ხალხის ფულია და მთავრობა ვალდებულია, ანგარიში ჩააბაროს მას. ჯერჯერობით ის ვიცით, რომ ამ ქარხანამ შარში გახვია ქვეყანა და ყულევის პორტი პირობითად გადაურჩა დასანქცირებას", - განაცხადა რომან გოცირიძემ.
1774245159
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 288 850 (+970) ჯარისკაცი დაკარგა (დაჭრილი/ლიკვიდირებული).ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 23.03.26-მდე: ტანკები – 11 794 (+1), ჯავშანტექნიკა – 24 268 (+5), საარტილერიო სისტემები – 38 662 (+24), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1 695 (+1).საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1 336 (+3), თვითმფრინავები – 435 (+0), ვერტმფრენები – 350 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 192 869 (+1 999), ფრთოსანი რაკეტები – 4 468 (+0).მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 33 (+0). წყალქვეშა ნავები – 2 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 84 775 (+136), სპეციალური ტექნიკა – 4 098 (+0).
1774209170
მან აღნიშნა, რომ ქვეყნის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა ხალხს უნდა ეკუთვნოდეს და არ უნდა გახდეს თავდასხმის სამიზნე.ფეჰლევიმ მოკავშირეებს მოუწოდა, შერჩევითად იმოქმედონ, რათა დაიცვან რესურსები სახელმწიფოს მომავალი აღდგენისთვის."მე ვთხოვ პრეზიდენტ ტრამპს და პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს, განაგრძონ რეჟიმისა და მისი რეპრესიული აპარატის დევნა, ამავდროულად შეინარჩუნონ სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, რომელიც ირანელებს ჩვენი ქვეყნის აღსადგენად დასჭირდებათ“, - განაცხადა ფეჰლევიმ.მისი თქმით, ისლამური რესპუბლიკის ამჟამინდელი სტრუქტურა მხოლოდ „ტერორის მექანიზმია“, რომელიც ირანის თავისუფალ მომავალს უშლის ხელს.ეს განცხადება აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ულტიმატუმის შემდეგ გაკეთდა, რომელიც ირანის ელექტროსადგურებს "განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი 48 საათის განმავლობაში არ უზრუნველყოფს გემების თავისუფალ გადაადგილებას ჰორმუზის სრუტეში. თეირანმა აშშ-ის პრეზიდენტს უპასუხა, თავდაპირველად მუქარით, შემდეგ კი განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტე ღია რჩება საერთაშორისო გადაზიდვებისთვის, თუმცა გავლა ნებადართულია მხოლოდ იმ გემებისთვის, რომლებიც არ არიან დაკავშირებული იმ ქვეყნებთან, რომლებიც ირანის მიერ ოფიციალურად "მტრებად" არიან გამოცხადებული.ფეჰლევიმ თავის მხრივ, გამოთქვა რწმენა, რომ ამჟამინდელი რეჟიმის დასასრული ახლოსაა."ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის მხარდაჭერის და უპირველეს ყოვლისა, ირანელი პატრიოტების თავგანწირვის წყალობით, ირანისთვის თავისუფლების დრო დადგა“, - განაცხადა მემკვიდრე პრინცმა.
1774207941
CBS-ის გადაცემა Face the Nation-თან ინტერვიუში რუტემ ხაზი გაუსვა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ქმედებების გარშემო გაერთიანების მნიშვნელობას, ზოგიერთი ევროპული სახელმწიფოს საწყისი ყოყმანის მიუხედავად.როგორც მან აღნიშნა, ბირთვული იარაღით შეიარაღებული ირანი პირდაპირ საფრთხეს შეუქმნის არა მხოლოდ ისრაელს, არამედ ევროპასა და გლობალურ სტაბილურობას."ერთი რამ ვიცი: ჩვენ ყოველთვის ვერთიანდებით“, - აღნიშნა მან.რუტეს თქმით, ევროპელი პარტნიორების მხრიდან შეფერხება იმით აიხსნება, რომ ისინი არ იყვნენ ჩართული საწყის დაგეგმვაში.მანამდე, დონალდ ტრამპმა გააკრიტიკა თავისი მოკავშირეები და ნატოს "ქაღალდის ვეფხვი" უწოდა ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოებაში მონაწილეობის სურვილის არქონის გამო."ის ამას აკეთებს იმისთვის, რომ მთელი მსოფლიო უფრო უსაფრთხო გახდეს“, - განაცხადა რუტემ ტრამპის კრიტიკასთან დაკავშირებით.
1774207929
11:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში, "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გაიმართება. 12:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში, 7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.
1774207921
კურო - ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გმართებთ. უმჯობესია არ გააკეთოთ სპონტანური ხარჯები და მეტი ყურადღება მიაქციოთ სტაბილურობას.ტყუპები - კომუნიკაცია თქვენი ძლიერი მხარეა დღეს. ახალი ნაცნობობა ან საინტერესო საუბარი მნიშვნელოვან შანსს მოგცემთ.კირჩხიბი - ემოციურად მგრძნობიარე დღეა. ეცადეთ დრო დაუთმოთ საკუთარ თავს და არ გადაიტვირთოთ.ლომი - შესაძლოა, ყურადღების ცენტრში აღმოჩნდეთ. გამოიყენეთ ეს შანსი, მაგრამ ნუ იქნებით ზედმეტად ამაყი.ქალწული - დღე იდეალურია გეგმებისა და დეტალების დასალაგებლად. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობასაც.სასწორი - ურთიერთობებში ჰარმონია მნიშვნელოვანი იქნება. კომპრომისი წარმატების გასაღებია.მორიელი - ინტუიცია გაძლიერებულია. ენდეთ საკუთარ შეგრძნებებს, განსაკუთრებით პირად საკითხებში.მშვილდოსანი - მოგზაურობის ან ახალი გამოცდილების სურვილი გაძლიერდება. კარგი დროა ახალი იდეებისთვის.თხის რქა - სამუშაოზე კონცენტრაცია მოგიტანთ შედეგს. არ გადადოთ მნიშვნელოვანი საქმეები.მერწყული - კრეატიული ენერგია მაღალ დონეზეა. გამოიყენეთ იგი ახალი პროექტებისთვის.თევზები - სულიერი და შინაგანი ბალანსის ძიება დღეს პრიორიტეტული იქნება. დაისვენეთ და მოუსმინეთ საკუთარ თავს.
1774207041
"ამ კვირაში ჩვენ დავაფიქსირეთ რუსების მიერ შეტევითი მოქმედებების გაძლიერების მცდელობები, უფრო ხელსაყრელი ამინდის პირობების გამოყენებით. შედეგად, რუსული არმიისთვის ერთადერთი ხელშესახები შედეგი დანაკარგების ზრდა იყო: მხოლოდ ამ შვიდი დღის განმავლობაში 8000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა და მძიმედ დაიჭრა“, - განაცხადა ზელენსკიმ.მისივე თქმით, რუსეთის სარდლობამ საბოლოოდ გაარკვია, თუ სად არიან რეალურად განლაგებული მათი დანაყოფები ფრონტზე და რით განსხვავდება ხელმძღვანელობისთვის გაგზავნილი ოფიციალური ანგარიშებისგან."მათი ბრიგადის ზოგიერთი მეთაური უკვე შეიცვალა ტყუილის თქმისთვის, თუმცა ეს ოკუპანტს არ დაეხმარება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.მისი თქმით, დონეცკის რეგიონში უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციები ბოლო კვირის განმავლობაში მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. ხარკოვის რეგიონში და სუმის ოლქის სასაზღვრო თემებში დაფიქსირდა რუსული ძალების მიერ საზღვრიდან წინსვლის მცდელობები, თუმცა თავდაცვის ძალები მათ ანადგურებენ.
1774204154
მისივე თქმით, სინოდში არის 60 წელს გადაცილებული ორი ეპისკოპოსი, რომელთაც პატრიარქად ისურვებდა."როცა [ილია მეორემ] ეპისკოპოსობა შემომთავაზა, მე ორჯერ უარი ვუთხარი, მე ეგენი [პატრიარქობა] არ მაინტერესებს, მე ვარ უფრო იდეური ადამიანი. მე ამ მაიმუნობებთან რა საქმე მაქვს… ინტრიგებთან, რომელიც ყოველდღიურობაში ხდება. არასდროს მე პირველი პირობის სურვილი არც გამჩენია, არც მექნება.გარდა ჩემი აზრისა, პატრიარქსაც სურვილი ჰქონდა, საუბარი როცა იყო… არის ასეთი ეპისკოპოსები, ჰყავს პატრიარქს, ოღონდ 60 წელზე მეტის არიან, რომელთაგან ორს მე ვისურვებდი, რომ ეს ტვირთი აიღოს, თუ ისინი ამას შეძლებენ. თუ ღმერთი ამას ინებებს და მას მისცემს ამ ჯვარს და ამ ტვირთს, გაიგებთ და იტყვით, რომ რა სწორი იყოო“, – განაცხადა მთავარეპისკოპოსმა ზენონმა ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებაში“.მთავარეპისკოპოს ზენონის განცხადებით, იმ ორ კანდიდატს შორის, რომელსაც პატრიარქად ისურვებდა, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო არ არის."მეუფე შიო იცით როგორი კარგი ადამიანია. ყველა ჩვენ თავისებური ადამიანები ვართ, ფაქიზი შინაგანი სამყაროც აქვს რა და მე თვითონ არ მსიამოვნებს, რომ რაღაც ვთქვა, ვატკინო ადამიანს. ან ჯერ რატომ უნდა ვატკინო?ჩემი მიდგომა არის ასეთი, რომ საქართველოს ეკლესიას და სახელმწიფოს მთელი ეს მასშტაბი უნდა გავიაზროთ, სად ვართ, რა პრობლემები გვაქვს? რა გვჭირდება ხვალისთვის? რა ხდება ეკლესიაში? ეკლესიაში სერიოზული პრობლემებია. მსოფლმხედველობრივი პრობლემებია სერიოზული, რომელიც წმინდად პოლიტიკურია. შეიძლება მათ არ უნდოდეთ, მაგრამ ეს უკავშირდება ამას.პირადად ჩემი მოსაზრება და მისწრაფება არის, რომ ეკლესია არ იყოს პოლიტიზებული. შენ პოლიტიკოსთან ყოველთვის გექნება ურთიერთობა. შენ უნდა იყო ქრისტეს ეკლესია და მოქმედებდე ქრისტიანული ეკლესიის შენი დოქტრინით და შენი ეროვნული ინტერესიდან გამომდინარე. მყარი უნდა იყო და მტკიცე, მაგრამ ურთიერთობა უნდა შეგეძლოს, დიპლომატი უნდა იყო.პატრიარქსაც არ ჰქონდა, რომ აი, ვიღაცას დაჰპირისპირებოდა, სულ აბალანსებდა. ჩვენ ასეთი ცხოვრება გვაქვს, ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ. პატრიარქობა ძალიან დიდი ტვირთია. თუ თვითონ მას [მოსაყდრე შიოს] უნდა და შეძლებს, ღმერთმა ხელი მოუმართოს, მაგრამ მან უნდა ეს შეძლოს. სინოდმა უნდა უთხრას, რომ შენ ეს შეგიძლია“, – განაცხადა მთავარეპისკოპოსმა ზენონმა.საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორე დღეს, 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალეს.მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა ახალი პატრიარქი ხმათა უმრავლესობით უნდა აირჩიოს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
1774185746 • საზოგადოება
კათოლიკოს-პატრიარქი გარდაიცვალა
1773772933
22 მარტს თბილისის მასშტაბით ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდება
1774099321
21 მარტს თბილისის მასშტაბით ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდება
1774026579
ტაბახმელაში ქალის ცხედარი იპოვეს
1773411801
თბილისის მეტრო დღეს და 20-21 მარტს მგზავრებს გახანგრძლივებული დროით მოემსახურება
1773946264