სვანეთში ზვავის ჩამოწოლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.
დაღუპული ტურისტი ქალია.
მასთან ერთად მყოფი ადამიანები არ დაშავებულან.
სვანეთში ზვავის ჩამოწოლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.
დაღუპული ტურისტი ქალია.
მასთან ერთად მყოფი ადამიანები არ დაშავებულან.
1762547649
გადაწყვეტილება მოსამართლემ ფიქრია სიქტურაშვილმა მიიღო. ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ბადრი ჯაფარიძის და მამუკა ხაზარაძის ადვოკატები აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდნენ.მათ გირაოს გადახდის ვადად 30 დღე განესაზღვრათ.დღესვე სასამართლომ იმსჯელა მიხეილ სააკაშვილის, ელენე ხოშტარიას, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას და ზურაბ ჯაფარიძის წინა სასამართლო სხდომის თარიღზეც. აღნიშნულ საქმეზე პროცესი 25 დეკემბერს, 13:00 საათზე ჩაინიშნა.პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ ახალი სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ეხება სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს – საბოტაჟს, უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსებას და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას.
1762544428
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მას მხოლოდ უკრაინასთან დაკავშირებული საკითხების წარდგენა შეუძლია, რომლებსაც ტრამპი უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან განიხილავს.ზელენსკის თქმით, ორბანს ტრამპის უნგრეთში ჩაყვანა სურს რუს დიქტატორთან შესახვედრად."თქვენ იცით ჩვენი პოზიცია. თუ შეხვედრა გაიმართება, რომელიც საბოლოოდ უზრუნველყოფს ცეცხლის შეწყვეტას და ომის დასრულებას, უკრაინა მხარს დაუჭერს ნებისმიერ ფორმატს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.მისივე თქმით, თუ ასეთი შეხვედრები უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ელექტორატისთვის საჭირო იქნება და რაიმე შედეგს ვერ გამოიღებს, უკრაინა მათ მხარს არ დაუჭერს.თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის შეხვედრა მიმდინარეობს.ვაშინგტონში გამგზავრებამდე უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომი მოლაპარაკებების ერთ-ერთი თემა იქნებოდა.დღევანდელი შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტმა აშშ-ის პრეზიდენტს ჰკითხა – აპირებს თუ არა ვლადიმერ პუტინთან ბუდაპეშტში შეხვედრას, რაზეც დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ ამის შესაძლებლობა ყოველთვის არსებობს, შემდეგ კი აღნიშნა, რომ ორბანი შესანიშნავი ლიდერია.
1762544383
კუროეს დღე სიყვარულისთვის და კრეატიული წამოწყებებისთვის კარგი პერიოდია. ოჯახის წევრებთან დროის გატარებამ და სიახლეების მიღებამ კარგი შედეგი მოიტანს.ტყუპებიგანიცდით სიხარულს და მიიღებთ მხარდაჭერას მეგობრებისგან, თუმცა ფრთხილად იყავით ხარჯების მიმართ.კირჩხიბიგადაჭარბებული ემოციები და გაბრაზება შეიძლება სამუშაოზე აისახოს. ოჯახის წევრებთან გულწრფელი საუბარი სულიერ სიმშვიდეს მოგანიჭებთ.ლომითუკი ფულს სადმე ეძებთ, შესაძლოა ის დაუბრუნდეთ, და რომანტიკული საღამოს დაგეგმვაც შეგიძლიათ.ქალწულისაოჯახო საკითხების მოწესრიგება დაგეხმარებათ სამუშაო პროდუქტიულობის ზრდაში.სასწორიფინანსურ წარმატებას მიაღწევთ, მაგრამ უცხოებს არ ენდოთ. სიყვარულის განწყობა ხელს შეგიწყობთ ურთიერთობების გაღრმავებაში.მორიელიინტენსიური გრძნობები და კარიერული წარმატება შესაძლებელს გახდის თქვენი მიზნების მიღწევას.მშვილდოსანიახალ გამოცდილებებსა და ურთიერთობებზე გახსნილი დღე იქნება.თხის რქაფოკუსირდით სტაბილურ სიყვარულზე და დიდი გეგმების დასახვაზე.მერწყულიინოვაციური იდეები და ფინანსური მოქნილობა დაგეხმარებათ წარმატების მიღწევაში.თევზებიინოვაციურ გუნდურ პროექტებში ჩართვა ახალ შესაძლებლობებს გაგიჩენთ და ფინანსურ სტაბილურობას უზრუნველყოფს
1762542333
დღეს, 7 ნოემბერს, ამერიკის ლიდერი ვაშინგტონში უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს მასპინძლობს.ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა ბუდაპეშტში პუტინთან შეხვედრის შანსი, ტრამპმა დადებითად უპასუხა. „შანსი ყოველთვის არის, ძალიან კარგი შანსი“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.ოქტომბერში დონალდ ტრამპმა და ვლადიმერ პუტინმა ტელეფონით ისაუბრეს და განაცხადეს, რომ აპირებდნენ ორ კვირაში უნგრეთის დედაქალაქში პირისპირ შეხვედრას. მოლაპარაკებებისთვის მზადებას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი კოორდინაციას უწევდნენ, თუმცა ამერიკელმა ლიდერმა შეხვედრა მალევე გააუქმა.23 ოქტომბრის ღამეს, ტრამპმა სანქციები დააწესა ორი რუსული ნავთობგიგანტის - „როსნეფტის“ და „ლუკოილის“ წინააღმდეგ. აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ მოსკოვს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დათანხმებულიყო ცეცხლის შეწყვეტას.
1762540918
"ეშინია თავისი ხალხის, ეს ნათელია, ეს ხალხი იქნება მასიურად გამოსული რუსთაველზე, თუ სხვა ქალაქებში, თუ არ იქნება გამოსული, ფაქტია, რომ ეს არ არის რეჟიმი, რომელიც არსებობს დღეს ხალხის უმრავლესობის ნებით და მაშასადამე ეშინია თავისი ხალხის.ეშინია ასევე, გარე ცვლილებების, უკრაინაში რაც ხდება, ძალიან სენსიტიურად აღიქვამს სანქციებს რაც დღეს დაინიშნა ამერიკის მიერ რუსეთის მიმართ და რომელიც შეიძლება გავრცელდეს, მეორადი სანქციების ფორმით, აქაურ სხვადასხვა ეკონომიკურ პროცესებზე. ეს ყველაფერი აღელვებს.და შიდა სიტუაცია, რომელსაც მართავს ასევე რეპრესიებით, ხომ ვხედავთ თავისი მინისტრების მიმართ სხვადასხვა უწყებებში როგორი რეპრესიები მიმდინარეობს, ზეწოლა. შიში არის ერთადერთი ფორმა, რითაც დღევანდელ დღეს რეჟიმი მართავს ყველას... თვითონ ავრცელებს ამ შიშს იმიტომ, რომ თვითონ შეშინებულია", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა "ტვ პირველთან" და "ფორმულასთან" ინტერვიუში.
1762540123
სალომე ზურაბიშვილის თქმით, აღნიშნული პროპაგანდა დღეს საქართველოს მოქალაქეების მთავარი საბრძოლველი უნდა იყოს."დღეს არის წინ წამოწეული პროპაგანდის თემა რომ [საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე უარი] ჩვენ არა, თვითონ ევროპამ თქვა, იგივე მეორე ფრონტი, ძველ პროპაგანდას ატრიალებენ ახლიდან. რეალურად მზადდება ბევრად უფრო საფრთხის მომცველი თემა პროპაგანდის, რომელიც არის ნეიტრალიტეტი - ეს უნდა იყოს დღეს ჩვენი მთავარი საბრძოლველი, იმიტომ, რომ ამაზე იქნება აგებული ყველაფერი. ეს იქნება მათი მთავარი ბრძოლის თემა აწი და ესეც არის მოსკოვიდან ნაკარნახევი. საქართველოს პირველი რესპუბლიკა იყო ნეიტრალური სახელმწიფო, მაგრამ შემოვიდა რუსეთის ჯარები და დაიპყრეს საქართველო, ეს არის ნეიტრალიტეტი, როცა შენ ხარ ასეთი იმპერიის გვერდით, რომელიც არცერთ თავის დაპირებას არ ასრულებს და დაინტერესებულია მხოლოდ თავისი ტერიტორიული ექსპანსიით. ამ თემაზე უნდა ვიყოთ სრულიად მობილიზებული იქნება ეს პოლიტიკური პარტიები, ისტორიკოსები თუ საზოგადოება", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
1762529285
"ივანიშვილის დამნაშავე რეჟიმის მხრიდან პოლიტიკური დევნის გაძლიერება ჩვენი საზოგადოების კიდევ უფრო ძლიერი წინააღმდეგობის საფუძველი გახდება, მით უმეტეს მაშინ, როდესაც პოლიტიკურმა პატიმრებმა და მათი ოჯახის წევრებმა ბოროტებასთან შეუგუებლობის და სიმტკიცის მაგალითი გვიჩვენეს.“ქართული ოცნება” საკუთარ თავს ტრადიციული ქართული ღირებულებებისა და ოჯახური ფასეულობების დამცველად წარმოაჩენს მაშინ, როდესაც ყალბი ჩვენებებისა და შეთითხნილი საქმეების გამოყენებით, მშობლები და შვილები, ცოლები და ქმრები, დები და ძმები ერთმანეთს წლობით დააცილა და ოჯახები მრავალწლიანი განშორებისთვის გაწირა.ივანიშვილის რეჟიმმა გააღრმავა ქვეყნის წინაშე არსებული ყველა პრობლემა: მისივე აღიარებით, კორუფცია და თანამდებობის გამოყენებით, მოქალაქეების ხარჯზე გამდიდრება რეჟიმის წარმომადგენელთა ცხოვრების წესია, მისი მიზანმიმართული მცდელობის შედეგად, საქართველო უფრო და უფრო შორდება თავისუფალ სამყაროს, და მარტო რჩება მტრის, რუსეთის წინაშე, რაც ჩვენს სახელმწიფოებრიობასა და დამოუკიდებლობას უქმნის სასიცოცხლო საფრთხეს.რეჟიმი ცდილობს ქვეყნის განათლებას, ჯანდაცვას და სოციალური დახმარების სისტემაც საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობის ნაცვლად, მისი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის გამოიყენოს და ამისთვის ადმინისტრაციულ კონტროლს და რეპრესიებს აღრმავებს.მას სურს საქართველოს მოქალაქეებს საბოლოოდ წაართვას სახელმწიფო, რათა დაუსჯელად განაგრძოს ჩვენი სამხედროების, მასწავლებლების, პენსიონერების, ბავშვების თუ სტუდენტების ძარცვა.მაგრამ ყველა ამ მცდელობის მიუხედავად, მან საზოგადოების სამართლიანი პროტესტი მაინც ვერ გატეხა.რეჟიმს მმართველობაში დარჩენის სახალხო, საერთაშორისო და მორალური ლეგიტიმაცია აღარ აქვს და ამიტომ დგას მთლიანად სიცრუესა და რეპრესიებზე.ჩვენს შორის მრავალი განსხვავება არსებობს, მაგრამ ყველას გვაერთიანებს საერთო ამოცანა: მშვიდობიანი ბრძოლის შედეგად შევცვალოთ ხალხის მძარცველი კორუმპირებული კრიმინალების რეჟიმი, გავათავისუფლოთ უსამართლოდ დატყვევებული მწერლები, ექიმები, სტუდენტები, მსახიობები და პოლიტიკოსები; გადავარჩინოთ საქართველოს დამოუკიდებლობა და სახელმწიფოებრიობა და დავიმკვიდროთ ადგილი ჩვენს ბუნებრივ ისტორიულ წიაღში, ევროატლანტიკურ სივრცეში.ქართველმა ხალხმა ამ ერთი წლის განმავლობაში, გაბედული და თანმიმდევრული ბრძოლით დაამტკიცა, რომ ის იმსახურებს სამართლიან, უსაფრთხო და თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრებას და არ დაუშვებს კონსტიტუციის ხელყოფას. მათ ნებას ივანიშვილის რეპრესიები წინ ვერ აღუდგება.ჩვენ, დემოკრატიული პოლიტიკური პარტიები, ბოლომდე ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ძალაუფლება დაუბრუნდეთ მათ, ვისაც ის რეალურად ეკუთვნის - ქართველ ხალხს.ბრძოლა ბოლომდე, გამარჯვებამდე!" - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ - "ახალი"; "გირჩი-მეტი თავისუფლება"; "დროა"; "ეროვნულ-დემოკრატიული პარტია"; "ევროპული საქართველო"; "თავისუფლების მოედანი"; "ფედერალისტები".
1762528355
"N544 მიკროავტობუსი იმოძრავებს მეტროსადგურ „300 არაგველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან იალბუზის ქუჩის, ორთაჭალჰესის ხიდისა და ვახტანგ გორგასლის ქუჩის გავლით, კრწანისის ქუჩის №65-მდე.N559 მარშრუტი სამგორის რაიონს მოემსახურება. მიკროავტობუსი სვლას გივი ამილახვარის ქუჩის №17-ის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყებს და კახეთის გზატკეცილისა და ჯავახეთის ქუჩების გავლით მეტროსადგურ „ვარკეთილამდე“ იმოძრავებს. შემდეგ, იმავე მარშრუტით გივი ამილახვრის ქუჩას დაუბრუნდება.ახალი მარშრუტები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გადაადგილებას და კიდევ უფრო კომფორტულს და ხელმისაწვდომს გახდის საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობას.გარდა ამისა, სამგორის რაიონში, N295 მარშრუტზე მოძრავი მცირეგაბარიტიანი ავტობუსები MAN-ის მარკის 10-მეტრიანი ავტობუსებით ჩანაცვლდება.ახალი ავტობუსები ბევრად მეტ მგზავრს მოემსახურება და გააუმჯობესებს გადაადგილებას ბესარიონ ჭიჭინაძისა და ქინძმარაულის ქუჩებზე, ასევე, მოსკოვის გამზირიდან მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმართულებით.ასევე, მთაწმინდასა და გლდანში მიკროავტობუსების მარშრუტები დაგრძელდება. კერძოდ, მთაწმინდის რაიონში, მიკროავტობუსის - N481 მარშრუტი, რომელიც დაბა წყნეთიდან კიკეთის მიმართულებით გადაადგილდება და გზად სოფელ „დიდებას“ გაივლის, ამჯერად სოფელ „დიდებაში“ მდებარე დიდების ქუჩის გარდა, სამპანტების I შესახვევსაც მოემსახურება.გარდა ამისა, დაგრძელდება გლდანის რაიონში მოძრავი N508 მიკროავტობუსის მარშრუტიც. აღნიშნული მიკროავტობუსი მეტროსადგურ “ახმეტელის თეატრის” მიმდებარე ტერიტორიიდან (გობრონიძის ქუჩა) მომსახურებას უწევს ავშნის ქუჩისა და ავშნის III შესახვევის მცხოვრებლებს. ახალი მარშრუტის მიხედვით, მიკროავტობუსი ავშნის III შესახვევიდან სვლას ვახტანგ ფირცხალავას ქუჩის გავლით მიხეილ ვაშაკიძის ქუჩის კვეთამდე გააგრძელებს.მთაწმინდისა და გლდანის რაიონებში განახლებული მარშრუტები 8 ნოემბრიდან ამოქმედდება", - აღნიშნულია თბილისის მერიის ინფორმაციაში.
კლინიკაში გარდაიცვალა ახალგაზრდა მასწავლებელი, რომელსაც სცემეს და თავის არეში უმძიმესი დაზიანებები მიაყენეს
1761412405
მიტროპოლიტი სერაფიმე გარდაიცვალა
1762294422
31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
1761853083
29 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
1761680831
26 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
1761420563