14 იანვრის ღამეს უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის ფედერაციის სიღრმეში 200-დან 1100 კმ-მდე მანძილზე ოკუპანტების სამხედრო ობიექტებზე ყველაზე მასიური დარტყმა განახორციელეს. ბრიანსკში, სარატოვში, ტულის ოლქებსა და თათრეთის რესპუბლიკაში სამიზნეებს დაარტყეს, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

სარატოვის ოლქში, ენგელსში, ნავთობპროდუქტების შესანახ ბაზაზე თავდასხმა განხორციელდა. მხოლოდ გუშინ ჩააქრეს ხანძარი, რომელიც 5 დღე გრძელდებოდა.

ასევე, დარტყმა განხორციელდა ბრიანსკის ქიმიურ ქარხანაზე ქალაქ სელცოში. ეს არის რუსეთის ფედერაციის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის სტრატეგიული ობიექტი. იგი აწარმოებს საბრძოლო მასალას არტილერიისთვის, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებისთვის, ავიაციის, საინჟინრო საბრძოლო მასალისა და X-59 ფრთოსანი რაკეტების კომპონენტებს. ქარხნის ტერიტორიაზე მეორადი აფეთქება დაფიქსირდა, რომელიც რამდენიმე საათს გაგრძელდა. გარდა ამისა, თავდასხმის დროს განადგურდა მტრის ორი საზენიტო სარაკეტო სისტემა - "ტორი“ და "ბუკი“.

უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველო და უსაფრთხოების სამსახურის ქვედანაყოფებმა დაარტყეს რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის სტრატეგიულ ობიექტებს - სარატოვის ნავთობგადასამუშავებელ ქარხანას ქარხანა "ყაზან ორგსიტეზს". ხანძარი ორივე ადგილზე გაჩნდა.

”მიზნობრივი და სისტემატური მუშაობა იმ ობიექტებზე დარტყმებისთვის, რომლებიც უზრუნველყოფენ რუსეთის საოკუპაციო არმიას საბრძოლო მასალით, სამხედრო აღჭურვილობისა და საწვავი და საპოხი მასალებით, გაგრძელდება იქამდე, ვიდრე  უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესია მთლიანად არ შეჩერდება”, - აცხადებენ გენერალურ შტაბში.