უხვმა ნალექმა იმერეთსა და სამეგრელოში პრობლემები შექმნა.

იმერეთის 8 მუნიციპალიტეტში დატბორილია ქუჩები, ეზოები, სახნავ-სათესი მიწები. ადიდებულმა მდინარეებმა დააზიანა საავტომობილო გზები. ყველაზე რთული ვითარებაა ტყიბულის მუნიციპალიტეტში.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში და ქალაქის ტერიტორიაზე დაიტბორა საკარმიდამო მიწის ნაკვეთები. მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სტიქიამ ზიანი მიაყენა ადმინისტრაციულ ერთეულებში შიდა საუბნო გზებს. უხვმა ნალექმა სანიაღვრე არხებში წყლის დონის ადიდება გამოიწვია.

სტიქიის შედეგად დაზიანდა ელექტროგადამცემი ბოძები, რის შედეგადაც მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება  შეუწყდა.