დიდ დიღომში 12 წლის გოგონას გარდაცვლილების საქმეზე  გამოძიება 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

გოგონა გარდაცვლილი რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ იპოვეს.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი გუშინ საღამოს დაიკარგა. მას 23:00 საათიდან სამართალდამცველები და ადგილობრივები ეძებდნენ. მოზარდი ბოლოს პეტრიწის ქუჩის მიმდებარედ, სკვერში ნახეს. რამდენიმე საათის შემდეგ კი მოშორებით უგონო მდგომარეობაში იპოვეს. ბევრი მცდელობის მიუხედავად, გოგონას გადარჩენა ვერ მოხერხდა.