შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა,  დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მოქალაქე მოტყუებით დაარწმუნა, რომ მას ბათუმში, საცხოვრებელი ბინის შეძენასა და სარემონტო სამუშაოების განხორციელებაში დაეხმარებოდა, რის სანაცვლოდაც ეტაპობრივად მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა მისი კუთვნილი 171 000 ლარამდე ოდენობის თანხა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, დამნაშავე პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 10 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.