ივანიშვილის "გემოვნება-უგემივნობა" კი არ ჩანს აქედან, არამედ მისი სრული არაადეკვატურობა და მეგალომანია, - ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ეს ჩიტი გახდა დაპირისპირების ერთ-ერთი მიზეზი.

"ახლა განახებთ რა უნდოდა ივანიშვილს რიყეზე, რაზეც მას ზრდილობიანი უარი ეთქვა. ეს "ჩიტი" დაფარავდა მთელ რიყეს, ბარათაშვილის აღმართს, ავლაბრიდან მთელ მთაწმინდის პლატოს, მამა დავითს, "ბროვკას" და ნაწილობრივ ავლაბარსა და სამებასაც. ივანიშვილის "გემოვნება-უგემივნობა" კი არ ჩანს აქედან, არამედ მისი სრული არაადეკვატურობა და მეგალომანია. ეს ჩიტი გახდა ჩვენი ერთ-ერთი დაპირისპირების მიზეზი.
პ.ს. 20 ათასი კვ.მ. მარტო კარაოკე იყო", - წერს გიგი უგულავა.