მოსამართლე დავით მაკარაძემ ადვოკატ შოთა თუთბერიძეს ნინო წილოსანის შეურაცხყოფის საბაბით 4000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

საქმე ეხება 2026 წლის ნინო წილოსანის 2 ივნისს გამოქვეყნებულ პოსტზე შოთა თუთბერიძის მიერ დატოვებულ კომენტარს. პოსტი კანადაში ვიზიტს ეხებოდა.

"სასამართლომ დაადგინა, რომ ნინო წილოსანმა თავი შეურაცხყოფილად იგრძნო, თუმცა შეურაცხმყოფელი არაფერი არ არის. ეს იყო უბრალოდ ფაქტის კონსტატაცია და დაზუსტება, რაც შეიძლება მომხდარიყო. მე ვითხოვდი, რომ არ ყოფილიყო ჯარიმა გამოყენებული და თუ სამართალდარღვევას ჰქონდა ადგილი, თუკი ასე ჩათვლიდა მურუსიძის სასამართლო, ამ შემთხვევაში უნდა გამოეყენებინათ პატიმრობა", - განაცხადა შოთა თუთბერიძემ. 

საქმის წარმოება შსს-ს "სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ" დაიწყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, რაც გულისხმობს პოლიტიკური თანამდებობის პირის სიტყვიერ შეურაცხყოფას.