უფლებადამცველი იაკო კვანტალიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფ, დავით დვალიშვილს არასრულწლოვნების ჯგუფი დაესხა თავს. 

"ამ წუთებში ჩემს დაცვის ქვეშ მყოფს თავს დაესხნენ არასრულწლოვანების და სავარაუდოდ, არა მარტო არასრულწლოვანების ჯგუფი ყაზბეგის 25-ში, შეკვეთის მიტანისას, "გლოვოს" კურიერია, უპატიოსნესი ობოლი ბიჭი დავით დვალიშვილი, არის მძიმედ, გადაჰყავთ საავადმყოფოში.

დამირეკა ამწუთას, ია როგორც ავალიანი მოკლეს ისე მკლავდნენ მეცო", - წერს კვანტალიანი.