თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას საქმეზე განაჩენი 6 ივლისს გამოცხადდება.

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 15:00 საათზეა დანიშნული.

აღნიშნულ სხდომაზე ბაჩო ახალია საბოლოო სიტყვით ისარგებლებს.

პროკურატურამ კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მოწოდების ფაქტზე ბაჩო ახალაიას მეორე ბრალდება 27 მარტს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.