თამარ ლორთქიფანიძეს, რომელიც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციისას, საპატრულო ეკიპაჟის მანქანაზე ავიდა, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.

მას 1-წლიანი პატიმრობა და 3-წლიანი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა. თამარ ლორთქიფანიძე საპატიმროში კიდევ 4 თვეს გაატარებს.

მხარეებს შორის შეთანხმება მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა დაამტკიცა. 

თამარ ლორთქიფანიძეს, რომელიც 2025 წლის 22 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე პოლიციის მანქანაზე ავიდა, 25 ოქტომბრიდან აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.