თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა გამთენიისას მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილია კოსტა სანიკიძე, რომელსაც საკუთარ სახლში, 5 ჭრილობა, სავარაუდოდ, მუცლის არეში მიაყენეს.

დაჭრილს ოპერაცია უკვე ჩაუტარდა და მისი მდგომარეობა მძიმეა.

შსს-ს ინფორმაციით, 19-108-ე მუხლით დაიწყო. დაკავებულია ერთი პირი.