მათი უკანონობის გათეთრებას ემსახურება მზიასთვის ამდენი რამის დაბრალება. ის ხომ დააბრალეს, რომ პოლიციას შეურაცხყოფას აყენებდა და მეორე დღეს გამოაცხვეს ახალი ოქმი, - ამის შესახებ "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის მზია ამაღლობელის ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სასამართლოზე გამოკითხული მოწმეებიდან ყველა ცრუობს.

"ყველა ცრუ მოწმეა, რაღაც ნაწილში აბსოლუტურად ყველა იტყუება. მზიას ბრალდება არის, რომ მან პირადი მოტივებით გაარტყა ბატონ დგებუაძეს სილა, შემდეგ ცდილობენ, თანდათან გადაეწყონ, რომ ამოცანა და შეთქმულება იყო ეს. 

ბრალდებამ ვერ მოახერხა ერთი კადრის მოტანაც კი, რაზეც ისინი საუბრობენ. ამ საყოველთაო ძალადობაში უნდათ, რომ გათქვიფონ მზია. 

სახელმწიფო ბრალდება არ შეიძლება იყოს ბატონი დგებუაძის ადვოკატი, მას თუ ადვოკატი სჭირდება, შეუძლია ჰყავდეს პირადი ადვოკატი, მაგრამ ეს არის სახელმწიფო ბრალდება და საჯარო ინტერესს ემსახურება, საჯარო ინტერესი კი არ ყოფილა საპოლიციო ძალადობაზე რეაგირება, მათი ინტერესია, რომ საქმიდან გააქრონ ეს მტკიცებულებები. 

მათი უკანონობის გათეთრებას ემსახურება მზიასთვის ამდენი რამის დაბრალება. ის ხომ დააბრალეს, რომ პოლიციას შეურაცხყოფას აყენებდა და მეორე დღეს გამოაცხვეს ახალი ოქმი", - განაცხადა მაია მწარიაშვილმა.