შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთისთვის ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს.

შსს-ს ცნობით, დაკავებული სასამართლოს განჩინების საფუძველზე იძებნებოდა და მას დაუსწრებლად წინასწარი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.

სამართალდამცველებმა ძებნილი პირი ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მარნეულის მუნიციპალიტეტში დააკავეს.

ამჟამად დაკავებული პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული.