საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის (SOVLAB) მკვლევარ ბადრი ოყუჯავას თავს დაესხნენ.

შემთხვევა ორგანიზაციის ოფისთან მოხდა.

ოყუჯავას თქმით, მას რამდენიმე პირმა სცემა და საღებავი შეასხა.

"სამსახურში მოვდიოდი, რუსთაველის მეტროდან გამოვედი, მაჭავარიანის ქუჩაა აქ, ამ ქუჩაზე ვიღაც ტიპმა დამიძახა ბიჭო გაჩერდიო. გავჩერდი და შენ აქ რატომ ღებავ კედლებსო და რა კედლებს ვღებავ, ნორმალური თუ ხარ-მეთქი, ვინ ხარ, რა გინდა, სამსახურში მივდივარ, გამიშვი-მეთქი. რა სამსახურში მიდიხარო, დარეკეთ ბიჭოო, ეს ის არისო... დარეკეს ვიღაცებთან, ქალები გამოვარდნენ, ერთი სამი კაცი იყო იქამდე, შემდეგ მოვიდა მანქანა, ერთი ხუთი კაცი გადმოვიდა, "ქართული ოცნების" ამომრჩევლები იყვნენ, ცხადია. გააძრეს „პულივიზატორი“, მცემეს, მირტყეს და შემღებეს... ქალი, კაცი გამომსარჩლებელი არავინ იყო", - განაცხადა ოყუჯავამ.

მისი თქმით, პოლიცია გამოიძახა.